იურიდიული კონსულტაცია გულისხმობს სამართლებრივ რჩევას ნებისმიერ საკითხზე. იურიდიული კონსულტაცია არის უფასო და ამ კონსულტაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს. კონსულტაციის მიღება შესაძლებელია, როგორც იურიდიული დახმარების სამსახურში მოსვლით, ასევე, დისტანციურად ონლაინ რეჟიმში. იურიდიული დახმარების სამსახურში კონსულტაციის მისაღებად რაიმე დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის.