იურისტთა ჯგუფი “ვექილი”

იურისტთა ჯგუფი “ვექილი” გთავაზობთ  შემდეეგი სახის სამართლებრივ მომსახურებას:

წარმომადგენლობა, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების,გამოძიების ორგანოებში; საქმის წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში, მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენა.

1. საოჯახო დავები (განქორწინება, ალიმენტი, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, წილის ბინიდან გამოყოფა განქორწინებისას, თანამესაკუთრედ ცნობა და ა.შ).
2. სამემკვიდრეო დავები (სამკვიდრო წილის მიღება და ა.შ).
3. უძრავი ქონების დაკანონება (მიწის ლეგალიზება, საჯარო რეესტრი და ა.შ).
4. სახელშეკრულებო დავები (ჩუქების, ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება/ბათილად ცნობა,სესხი, იპოთეკა და ა.შ).

5. სანივთო, ვალდებულებითი დავების წარმოება.
6. უდავო წარმოება (სახელსა და გვარში შეცდომა, ქორწინების ფაქტის დადგენა, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება და სხვა).
7.ე.წ “ატსტუპნიკთა” დავები.

8.ნებისმიერ კერძო კომპანიასთან სახელშეკრულებო დავის წარმოება.

9. ბანკებთან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დავებისას ჯარიმების, პირგასამტეხლოს შემცირება

10. სამეწარმეო სამართალწარმოება (წესდების შედგენა, ფირმების რეგისტრაცია და ა.შ.).

11. კერძო და ფიზიკურ პირთა იურიდიული მომსახურება სისხლის სამართლის ნებისმიერი სირთულის მქონე საქმეზე გამოძიების ეტაპზე და ყველა ინსტანციის სასამართლოში;
12. გამოძიების, წინასასამართლო და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულის დაცვა და მასზე საადვოკატო მომსახურების გაწევა;
13. ბრალდებულთა /მსჯავდებულთა მონახულება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მათთვის საადვოკატო მომსახურების გაწევა.
14. მოლაპარაკებების წარმოება პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.

15. დაზარალებულის ინტერესების დაცვა გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში.

16. და სხვა ნებისმიერი სახის და სირთულის მქონე საქმის წარმოება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *